რუსთავში, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა. 6 წლის ბავშვი და 30 წლამდე ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და კლინიკიდან გაწერეს, ხოლო ბიჭს მარცხენა ლავიწის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს, რის გამოც კლინიკაში რჩება.

ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

 

მსგავსი თემები