Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს – პენტაგონი

უკრაინა Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს უახლოეს კვირებში მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ უკრაინული რედაქცია პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ვაშინგტონის მიერ გამოცხადებული სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი კონცენტრირებულია უკრაინისთვის ისეთი შესაძლებლობების მიწოდებაზე, რომელთა გამოყენებასაც ისინი დაუყოვნებლივ შეძლებენ, ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსის შესაცვლელად.

მედიის ცნობით, აშშ-ის მიერ გამოცხადებული წინა ორი სამხედრო დახმარების პაკეტში Bradley-ს ტიპის ქვეითთა 109 საბრძოლო მანქანაა გათვალისწინებული.

მსგავსი თემები