საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ

20 იანვარს, საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ. დაღუპულებს შორის პოლიციელი – ოთარ ღვინაშვილი,  დათო ნასრაძე, ნოდარ რჩეულიშვილი, ზაზა ჩიხლაძე და ზაქარია მათიაშვილი არიან.

თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ცნობისთვის, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ქუჩაში მყოფ ხალხს, ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. დაღუპულთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ახალგაზრდაა, ერთი კი შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

მსგავსი თემები