სამუშაო საათის შემცირებას ბიზნესსექტორი არ ეთანხმება და კანონის გასწორებას ითხოვს

2023 წლიდან საქართველოში სამუშა საათი 48 საათიდან (კვირაში) 40 საათამდე შემცირდა. ბიზნესსექტორის წინააღმდეგობის მუხედავად, მთავარობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მაინც მიიღო. სექტორში კი აცხადებენ, რომ მსგავსი ნორმები მათთისსაც და ამ სფეროში დასაქმებულებისთვისაც დამაზიანებელია.

„2023 წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება პერსონალი და ახალი რეგულაცია, როდესაც სასტუმროებში 48-საათიანი ლიმიტი შეცვალეს 40 საათამდე. ტურიზმის მთელი მიმართულება არის სეზონურ ტურიზმზე დამყარებული და ადამიანები დაძალებით არ მიდიან. პირიქით, როცა ადამიანი მიდის კურორტზე სამუშაოდ, ის მორალურად მზად არის, იმუშაოს მეტი, ვიდრე 40 საათი. ეს ადამიანი ცხოვრობს კურორტზევე, იმავე სასტუმროში, სადაც მუშაობს. გარემო ისეთი აქვს, რომ მთელი დღის განმავლობაში იქ უნდა იყოს. დაქირავებული და დამქირავებელი თანხმდებიან კონკრეტულ პირობებზე“ – განაცხადა „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე თქმით, დროა, საქართველოც საათობრივ ანაზღაურებაზე გადავიდეს.

„დროა, გადავიდეთ საათობრივ ანაზღაურებაზე, განსაკუთრებით ჩვენს სექტორში. ვაკანსია ძალიან ბევრია, ანაზღაურება, 2019 წელთან შედარებით, 2021 წელს, სულ მცირე, 30%-ით გაიზარდა. წელსაც იქნება ანაზღაურების ზრდა, თუმცა, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან ანაზღაურება გაცილებით ნაკლებია. ანაზღაურების გამო მიდიან კადრები“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები