კერძო სექტორი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, კლიენტები თანხას უკან ითხოვენ

ზამთრის კურორტებზე სეზონის ჩავარდნის გამო, ამ ბიზნესით დაკავებულების რთულ ვითარებაში აღმჩდნენ. როგორც „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, არ არის გამორიცხული, ბიზნესს მთავრობის დახმარება ისევ დასჭირდეს.

„ტრადიციულ ბაზრებად ითვლებოდა რუსეთი და უკრაინა, აზერბაიჯანთან საზღვარი ჩაკეტილი გვაქვს. სამწუხაროდ, ეს სეზონი ჩავარდა და კლიენტთა უმრავლესობამ თანხები უკან მოითხოვა, რაც წინასწარ ჰქონდათ ჩარიცხული სასტუმროებში. კერძო სექტორი საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ამას დაემატა გაურკვეველი მდგომარეობა ინსტრუქტორებთან დაკავშირებით, რაც ასევე ერთ-ერთ ხელისშემშლელ პირობად ითვლება. უცხოეთიდან ჩამოსული ინსტრუქტორების საკითხს კანონმდებლობით ვერ ვარეგულირებთ“ – აღნიშნა შალვა ალავერდაშილმა „მედიაცენტრ მთავაში“.

მისივე შეფასებით, ამ მიმართულებით გარკვეული რეგულაციები აუცილებელია, რომ ადგილობრივები არ დაზარალდნენ.

„ჩამოვიდა ბევრი ინსტრუქტორი, რომელთაც საერთაშორისო ლიცენზია აქვთ და მათ წინააღმდეგ წავიდნენ ადგილობრივი ინსტრუქტორები. ბევრი ტურისტის შემთხვევაში ხდება გადანაწილება. თითქმის ყველა ინსტრუქტორს ჰყავს ე.წ. თავისი კლიენტი. მაშინ როდესაც ტურისტების ასეთი სიხალვათეა, ამ დროს ეს პრობლემა ძალიან იჩენს თავს. საქართველოში უცხოელი ინსტრუქტორებისთვის არც ისე სახარბიელო ვითარებაა. ეს ტურისტებისთვისაც ძალიან ცუდია. ზოგიერთ ინსტრუქტორს თავისი კლიენტი თვითონ მოჰყვება“, – განაცხადა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ბაკურიანი და გუდაური წელს მხოლოდ ახალი წლის დღეებში იყო 70%-ით დატვირთული.

მსგავსი თემები