,,ყველა საბრძოლო ტანკი დღეს ჩვენს ფრონტზე უნდა იყოს, რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ფრონტი“ – ანდრეი ერმაკი

,,ყველა საბრძოლო ტანკი დღეს ჩვენს ფრონტზე უნდა იყოს. რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ფრონტი“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას ასეულობით ტანკი სჭირდება.

„ჩვენ გვჭირდება ტანკები – არა 10-20, არამედ რამდენიმე ასეული. ჩვენი მიზანია 1991 წლის საზღვრების აღდგენა და მტრის დასჯა, რომელიც გადაიხდის მათი დანაშაულისთვის. დემოკრატიის საერთო მიზანი ავტოკრატიასთან ბრძოლაში არის სტაბილური განვითარებისა და მკაფიო მსოფლიო წესრიგის უზრუნველყოფა. უკრაინის გამარჯვების გარეშე ეს არ მოხდება. ამიტომ, ყველა საბრძოლო ტანკი დღეს ჩვენს ფრონტზე უნდა იყოს. რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ფრონტი“, – წერს ერმაკი „ტელეგრამზე“.

 

მსგავსი თემები