,,ავტოფარეხი ჰქონდა დაქირავებული, იქიდან აიღო იარაღი და დაიწყო სროლა”- ადგილობრივი თავდამსხმელზე

საგარეჯოში შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხვები განახლდა. სამართალდამცავები თავდამსხმელის, ნოდარ ათუაშვილის ყოფილი ცოლის მეგობრებსა და მეზობლებსა კითხავენ.

მეზობლის ინფორმაციით, ნოდარ ათუაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღი ნაქირავები ავტოფარეხიდან აიღო, თავდაპირველად რამდენჯერმე გასროლა ყოფილი მეუღლის კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელა, რის შემდეგაც მესამე სართულზე, საცხოვრებელ სახლში ავიდა.

„ვიცოდი მეუღლისგან, რომ გაფორმებული იარაღი დაჰქონდა ჩანთით და იმუქრებოდა. მეზობლებთან არაადეკვატური არ იყო, მაგრამ ძალიან უაზრო რაღაცებზე ეჭვიანობდა. ერთს ვიტყვი, რომ მიცვალებული არც მანავში დაიკრძალება, არც კოსტავას ქუჩაზე, არც გზატკეცილზე, მიცვალებულს კორპუსში არ მივიღებთ.

ავტოფარეხი ჰქონდა დაქირავებული კოსტავაზე, უბანში, იქიდან აიღო იარაღი და პირველი კორპუსიდან დაიწყო სროლა, ჯერ გარეთ ისროდა, შემდეგ მივიდა თავის სახლში. ვერ ვაცნობიერებდით, რა ხდებოდა“, – აღნიშნავს ერთ-ერთი მეზობელი.

 

მსგავსი თემები