უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება – უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება. მედიის ცნობით, პრეზიდენტის გუნდი კონკრეტული სამინისტროების გაუქმებას ან გაერთიანებას განიხილავს.

წყაროების ინფორმაციით, ცვლილებები პირველ რიგში, უკრაინის ენერგეტიკის, სპორტისა და მრეწველობის მინისტრებს შეეხებათ.

მედიის ცნობით, რადას დეპუტატებს განათლების მინისტრისა და ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციებზე სურთ ცვლილებები, თუმცა ამ მიმართულებით ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არ აპირებენ.

ცვლილებებზე საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი იღებენ.

მსგავსი თემები