,,მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე  უარესდება, გუშინწინ კიდევ ჰქონდა გულის წასვლის შემთხვევა”- გიორგი სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ძმის, გიორგი სააკაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტის  ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე  უარესდება. მისი თქმით, გუშინწინ სააკაშვილს კიდევ ჰქონდა გულის წასვლის შემთხვევა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე  უარესდება, თუნდაც გუშინ წინ კიდევ ჰქონდა გულის წასვლის შემთხვევა, კიდევ ერთი კილოგრამი აქვს დაკლებული, რაც არის უკვე კრიტიკულზე მძიმე ვითარება. ამიტომ მე იმედს ვიქონიებ, რომ მოსამართლე მიიღებს ძალიან მალე გადაწყვეტილებას, ვინაიდან, ძირითადი მოწმეები უკვე დაკითხულები არიან”, – აღნიშნა გიორგი სააკაშვილმა.

 

მსგავსი თემები