ხმაური კეკელიძეზე – მოსალოდნელი გამოსახლების გამო, მობინადრეებმა რკინის კარი შეადუღეს

თბილისში, კეკელიძის N1-ში ხმაური იყო –   დღეს ხატიაშვილების ოთხსულიანი ოჯახის გამოსახლება იგეგმებოდა, რომელსაც 10 თვის ჩვილი ჰყავს. თუმცა დილის 08:00 საათიდან კორპუსთან ხალხი შეიკრიბა.

ხატიაშვილების ოჯახმა საცხოვრებელ ბინასა და სადარბაზოში შესასვლელი რკინის კარები შეადუღეს. ოჯახს კერძო მევახშის ვალი აქვს.

კეკელიძის 1 ნომერში მარინა ხატიაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ დრომდე რჩებიან.

მსგავსი თემები