თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება. აღნიშული ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოფიციალურად დაადასტურა.

მისი თქმით, ხელისუფლება არჩევნებში ახალგაზრდების აქტიურად მონაწილეობას იმედოვნებს.

”როიტერის” ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დაძაბული იქნება და ერდოღანისთვის ორი ათწლეულის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ყველაზე სერიოზულ გამოცდად განიხილება.

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 18 ივნისს იგეგმებოდა, მაგრამ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მანამდე მიანიშნა, რომ არჩევნების თარიღი შეიძლება, გადაწეულიყო.

მსგავსი თემები