საგარეჯოში, პოლიციის განყოფილებაში იმ პირდა გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება, რომლებსაც პირდაპირი თუ ირიბი შეხება ჰქონდა დატრიალებულ ტრაგედიასთან. სამართალდამცველები მკვლელობის ვერსიებზე ამ დრომდე ვერ საუბრობენ. ერთ-ერთი გამოკითხული კი აცხადებს, რომ მკვლელი და მოკლულები ტრაგედიამდე ერთად იყვნენ.
„როგორც ვიცი, გარაჟში ქეიფობდნენ. შემდეგ დაიწყო კონფლიქტი მკვლელსა და მოკლულებს შორის. ხმა არ გამიგია კონფლიქტის, პირდაპირ სროლის ხმა გავიგე,”- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ცნობილია ისიც, რომ მკვლელი იარაღებს სახლთან ახლოს, ნაქირავებ ავტოფარეხში ინახავდა.
შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში, შეიარაღებულმა მამაკაცმა 6 მეზობელი მოკლა, 5 კი დაჭრა.