„ამ სიცივეში მდინარეში ჩახტომით, ცოდვებს ვერ ჩამოიბან, მაგრამ ფილტვების ანთებას აუცილებლად აიკიდებ!” – პეტრე კოლხი

მამა პეტრე წყალში განბანვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ ცოდვების ჩამორეცხვა წყალში ჩახტომით არ ხდება.

„ქრისტიანობის დაუძინებელი მტერი – ფანატიზმია. ამ სიცივეში მდინარეში ჩახტომით, ცოდვებს ვერ ჩამოიბან, მაგრამ ფილტვების ანთებას აუცილებლად აიკიდებ!”, – აცხადებს მამა პეტრე.

მისივე თქმით, ბევრი მათგანი კლინიკაში მოათავსეს.

„ჰო, რწმენა რომ დაკარგეს იმიტომ აიკიდეს ფილტვების ანთება… დიახ, ქრისტე გვეუბნება სახარებაში, მხოლოდ რწმენა გიხსნით, მხოლოდ რწმენა გადაგარჩენთო… და არა, არაგვი და მტკვარიო… თუ სათანადო რწმენა არ გვაქვს, გაყინულ მდინარეში არ უნდა ჩავხტეთ, თორემ აუცილებლად ფილტვების ანთებას ავიკიდებთ!“

მსგავსი თემები