„ურთქმელიძეებში შეიძლება 40 წლის შემდეგ ყველას დემენცია აქვს და ჩვენთან ხაჭაპურიძეებში ასე არ არის“ – შალვა ხაჭაპურიძე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ურთქმელიძეებში (სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი) შეიძლება 40 წლის შემდეგ ყველას დემენცია აქვს, თუმცა, ხაჭაპურიძეებში ასე არ არის.

აღნიშნული პასუხი კი სასამართლო პროცესზე პანიტენციური დაწესებულების წარმომადგენელთა პოზიციას მოყვა, რომის მიხედვითაც, 40 წლის ზემოთ, ყველა ადამიანში შესაძლებელია რაღაც დოზით იყოს დემენცია.

„თქვენ ხედავთ ბატონი ურთქმელიძის, ადამიანის, რომლის პროფესია არის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი და მოწოდებული უნდა იყოს პატიმრების ჯანმრთელობისა და მათი სიცოცხლის შენარჩუნებაზე, მის ცინიკურ დამოკიდებულებას თავად კოლეგებისა და მოწმეების მიმართ. ყველა მისი უკანონო ქმედებები ჩვენი მხრიდან რეაგირების გარეშე არ იქნება დატოვებული. საერთოდ წარმოუდგენელია, მთელი საუბარი მიდის გორის ჰოსპიტალზე, მიდის საუბარი არასწორ მკურნალობაზე და ის, ვინც არასწორად მკურნალობდა და ხელმძღვანელობდა, მოწმედ ზის სასამართლო პროცესზე. მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო, დაახლოებით, ამას ვუყურებთ“ – აღნიშნა ადვოკატმა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასმართლო პროცესზე, პენიტენციური დაწესებულების ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს მეტნაკლები ხარისხით დემენცია აქვთ.

 

მსგავსი თემები