გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო მომხდარი საზარელი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი” – ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე საგარეჯოში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

მინისტრის განცხადებით, გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო მომხდარი საზარელი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი.

„მინდა, მივუსამძიმრო საგარეჯოში დაღუპულების ოჯახებს. გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო მომხდარი საზარელი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახის წევრებს და ასევე, დაშავებულებს ვუსურვო ჯანმრთელობა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმა ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაიჭრა.

მსგავსი თემები