,,თუ ლარსის საბაჟოზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს”- მიხეილ სარჯველაძე

,,თუ ლარსის საბაჟოზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს,  ეს სიმართლე გითხრათ, ამ დრომდეც, ცოტა გაურკვეველი მგონია,”-  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფრენების აღდგენა ცუდი გადაწყვეტილება არ იქნება საქართველოსთვის.

,,როდესაც საუბარია ზოგადად ფრენების აღდგენა-არაღდგენაზე, თავისთავად, რაციონალურად, ეს ცუდი გადაწყვეტილება არ იქნება საქართველოსთვის ან მაგალითად რუსეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც იმისთვის, რომ საქართველოსთან კავშირი შეინარჩუნონ, უწევთ ძალიან სერიოზული პრობლემების, მათ შორის ტექნიკური პრობლემების გადალახვა.

თავისთავად, ფრენა და მიმოსვლა, თუ ლარსის საბაჟოზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს, ეს სიმართლე გითხრათ, ამ დრომდეც, ცოტა გაურკვეველი მგონია,”- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები