,,მიხეილ სააკაშვილს აპათია სჭირს და არა დეპრესია, აპათია დემენციის ერთ-ერთი ნიშანია”- ფსიქოლოგი

,,მიხეილ სააკაშვილს აპათია სჭირს და არა დეპრესია. აპათია დემენციის ერთ-ერთი ნიშანია, ორგანული ხასიათის მკაცრი დაქვეითება აქვს“- ამის შესახებ ფსიქოლოგმა ლია ჩოხელმა განაცხადა, რომელიც ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტიზის დასკვნის ერთ-ერთი მონაწილეა.

ფსიქოლოგი სიმულაციას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ მის მიერ ჩატარებული ტესტები ზუსტ სურათს იძლევა.

„მიხეილ სააკაშვილს როდესაც ვკითხე, რა ახსოვდა, მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრა, ეს იყო სიყვარული. დაქვეითებულია მისი ფიქსაციის უნარი. სწორედ ემოციური ლაბილობაა, რომ ისვრის იმ კადრებში, რაც იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა. სიმულაცია ხუთი მეთოდით გამორიცხულია. სადღაც მაინც იჩენდა თავს სიმულაცია. შეუძლებელია, თუნდაც პრინციპების წინასწარ ცოდნით ამ ყველაფრის სიმულაცია. ისეთი სიტყვები მითხრა, რომელიც ჩემ მიერ მიწოდებულ თემებთან კავშირში არ იყო. აგრესიას ნივთების სროლა ახასიათებს, ყოველი გაღიზიანება ასეთ რეაქციას გამოიწვევს. სურვილი არ ჰქონდა, დაინტერესება არ ჰქონია, ტესტირებაში ჩართულიყო. ფორმალური იყო ეს ყველაფერი. ფსიქიატრიის ინსტიტუტში 67 წლიდან ვმუშაობდი და ვიცი ეს ტესტები. პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზს ვიზიარებ. აპათია სჭირს და არა დეპრესია. აპათია დემენციის ერთ-ერთი ნიშანია, ორგანული ხასიათის მკაცრი დაქვეითება აქვს“, – განაცხადა ლია ჩოხელმა, რომელიც ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტიზის დასკვნის ერთ-ერთი მონაწილეა.

მსგავსი თემები