,,გუშინ ისევ წაუვიდა გული და ერთ დღეში დაკარგა ერთი კილო”- გიული ალასანია

,,ფაქტობრივად ყველა ვუყურებთ იმას, თუ როგორ კლავენ ადამიანს,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ  განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს გუშინ ისევ წაუვიდა გული და ერთ დღეში დაკარგა ერთი კილოგრამი.

,,ჩვენ ყველა, ფაქტობრივად, ვართ მოწმე იმის, როგორ კლავენ ადამიანს, გუშინ ისევ წაუვიდა გული და ერთ დღეში დაკარგა ერთი კილო, ძალიან სუსტად არის, ძალიან სუსტად და ეს კიდევ იწელება, იწელება და ფაქტობირვად ერთი სხდომა უნდება ერთი ადამიანის დაკითხვას. ერთი ასი კაცი ჰყავთ კიდევ დასაკითხი”,- განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები