,,ცოტა ხნის წინ, ყოფილ ცოლს მოსაკლავად გაეკიდა, მეზობლებმა გადაარჩინეს”- ადგილობრივი თავდამსხმელზე

საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. უკვე რამდენიმე საათია, გამოკითხვაზე იმყოფებიან თავდამსხმელის შვილები და ყოფილი ცოლი.

ადგილობრივების თქმით, თავდამსხმელს კონფლიქტი ჰქონდა ყოფილ ცოლთანაც. მათივე განცხადებით, ნოდარ ათუაშვილი ქალზე ძალადობდა.

,,ორი კვირის წინ ცოლი გააგდო აქედან, ამ ბინიდან. გინდა ეჩხუბებოდა, სცემდა, რამეს ეტყოდა, აკადრებდა, ცოტა ხნის წინ უდევნია პისტოლეტით, თუ რაღაცით, მოსაკლავად და მეზობლებმა გადაარჩინეს ის გოგო”, – ამბობს მეზობელი.

მსგავსი თემები