,,ბოლომდე მჯეროდა რომ სიზმარი იქნებოდა, უცბად ატყდა სროლა…შევედი მაღაზიაში და შესვლის მომენტში მომხვდა ფეხში”- დაშავებული

შეიარაღებული თავდახმა საგარეჯოში – ყოვილმა სამხედრომ საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან  მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი.

დაშავებულთა შორის არის ვალერი მათიაშვილი, რომელიც ტრაგედიის ღამეს იხსენებს.

„პირველ რიგში ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. საიდან დავიწყო მართლა არ ვიცი იმდენად შოკისმომგვრელი იყო. ბოლომდე მჯეროდა რომ სიზმარი იქნებოდა. უცბად ატყდა სროლა. ადამიანები უმისამართოდ დარბოდნენ და ყვიროდნენ – დაიმალეთ, დაწექით.

პირველი რაც ვიფიქრე ის იყო, რომ თავშესაფარი უნდა მომეძებნა, შევედი მაღაზიაში და შესვლის მომენტში მომხვდა ფეხში. იმის მერე შენობის უკან ვიყავი გადასული. გარეთ გამოსვლა შეუძლებელი იყო. მალევე პოლიცია მოვიდა და როგორც გაიირკვა, პოლიციელსაც ესროლა.

არ ვიცი რა ლოგიკით, ყველას მიმართ ისროდა. მე პირადად მაგ ადამიანს არ ვიცნობდი და პირად უთანხმოებასაც ვერ დავუკავშირებ. უბრალოდ ყვეალს ესროდა, ვისაც ქუჩაში დაინახავდა. ყველა ცდილობდა, რომ რაღაცას ამოფარებოდა…“,- ამბობს დაშავებული „ტვ პირველთან“ საუბრისას.

მსგავსი თემები