გურჯაანში “საქართველოს ბანკში” შეღწევა სცადეს – თავდამსხმელი მენეჯერს ცივი იარაღით დაემუქრა

გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მამაკაცი შეღწევას ცდილობდა და ფულს მოითხოვდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ბანკის ფილიალის მენეჯერს, გურამ ცქიტიშვილს ცივი იარაღით ემუქრებოდა.

დაცვის თანამშრომლებმა „საქართველოს ბანკის“ შენობიდან მამაკაცის გაყვანა მოახერხეს.

 

მსგავსი თემები