ხანძარი სომხეთში – დაღუპულია 15 სამხედრო

სომხეთში, ბასარკეჩიარის რაიონში ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გაჩენილ ხანძარს 15 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები