,,კიდევ სადღა უნდა დაეშვას, რომელი ფსკერის რეკორდი უნდა დაამყაროს “ნაციონალურმა მოძრაობამ”- მიხეილ სარჯველაძე

,,კიდევ სადღა უნდა დაეშვას, რომელი ფსკერის რეკორდი უნდა დაამყაროს “ნაციონალურმა მოძრაობამ”?! გაუგონარი ამბები ხდება,”- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი  თქმით, დამარცხებულ ნაწილს მოუწევს პარტიის დატოვება და ახალი პოლიტიკური სივრცეების ძიება.

,,არ მგონია სერიოზული იმის განხილვა, რომ ამ პარტიის მიერ შიდა არჩევნების ჩატარების შემდეგ, ისინი ზუსტად იმავე ფორმითა და სახით შეძლებენ პოზიციების შენარჩუნებას ქართულ პოლიტიკაში. იმდენად გაღრმავებულია დაპირისპირება და კონფლიქტი ჯგუფებს შორის, რომ შეუძლებელი იქნება იგივე ატმოსფეროს შენარჩუნება. მე არ მგონია, თუნდაც შანსის ნატამალია იმისა, რომ იგივე სახით განაგრძოს ამ პარტიამ ფუნქციონირება. როგორც ჩანს დამარცხებულ ნაწილს მოუწევს პარტიის დატოვება და ახალი პოლიტიკური სივრცეების ძიება.

რიტორიკული კითხვაა, მაგრამ საინტერესოა – კიდევ სადღა უნდა დაეშვას, რომელი ფსკერის რეკორდი უნდა დაამყაროს? გაუგონარი ამბები ხდება, ეს არ არის უბრალოდ შეხედულებების ჭიდილი, აზრთა სხვადასხვაობა, რომლითაც დიდი ხნის განმავლობაში ნიღბავდნენ იქ არსებულ კრიზისებს. შეხედულებების სხვაობა კი არა, დაფინანსების წყაროებისთვის გააფთრებულ ბრძოლას ვადევნებთ თვალს,”- განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი თემები