თურქეთში ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ მოკლეს – ერთ-ერთი ბრალდებული ქართველია

პირები, რომლებმაც ტრაპიზონში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად  რევაზ ლორთქიფანიძე, მეტსახელად „რეზო თბილისი“ მოკლეს, სასამართლოში გადაიყვანეს.

დაკავებულებიდან ერთ-ერთი ქართველია.

გავრცელებული ინფორმაციით, რევაზ ლორთქიფანიძეს მანქანიდან ესროლეს და დაჭრეს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი 65 წლის იყო.

მსგავსი თემები