გელათის ტაძრის წინამძღვარი კლინიკაშია მოთავსებული, მას სხეულის 50%-მდე აქვს დამწვარი

გელათის მონასტრის წინამძღვარის კელიაში ხანძარი გაჩნდა. მამა იოსებ ბურჯანაძე ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, მას სხეულის 50%-მდე აქვს დამწვარი და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

,,გელათის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე იმყოფება რეანიმაციაში. კელიაში გასჩენია ხანძარი და მიიღო სხეულის მძიმე დამწვრობა. როგორც დედაომ მითხრა ხელოვნურად არის დაძინებული და მკურნალობენ. გთხოვთ მაქსიმალურად სთხოვოთ სასულიერო პირებს, რომ მოიხსენიონ სნეულებასა და განსაცდელში მყოფი არქიმანდრიტი იოსები ( ბურჯანაძე ) ღმერთმა შეიწიროს და შეისმინოს თქვენი ლოცვები“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები