,,ვისურვებდი, რომ სხვა კანდიდატებიც ყოფილიყვნენ, რადგან ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია,”- ასე უპასუხა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არის ის ერთადერთი კანდიდატი, ლევან კობიაშვილმა.
„ასე იყო 4 წლის წინ ჩატარებულ არჩევნებზეც. ვისურვებდი, რომ სხვა კანდიდატებიც ყოფილიყვნენ, რადგან ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია. ხელისუფლების კანდიდატი ვარ? არ ვიცი, ვისი ფავორიტი ვარ, მაგრამ ვიმეორებ – გამიხარდებოდა პრეზიდენტობისთვის სხვა კანდიდატებსაც რომ ებრძოლათ“,- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ ფედერაციის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს, სასტუმრო „რედისონში” გაიმართება.