გერმანიის თავდაცვის მინისტრი გადადგა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი გადადგა. გერმანული მედიის ინფორმაციით, თანამდებობის დატოვების მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება.

მედიის ცნობით, კრისტინ ლამბრეხტი მკაცრად გააკრიტიკეს ინსტრაგრამში გავრცელებული ახალი წლის გზავნილის გამო, სადაც ის საახალწლო ფოიერვერკების ფონზე, უკრაინაში ომსა და სარაკეტო დაბომბვებზე საუბრობდა.

აღნიშნულის შემდეგ, ოპოზიციურმა კოალიციამ კანცლერ ოლაფ შოლცს ლამბრეხტის თანამდებობიდან გადაყენებისკენ მოუწოდა.

მსგავსი თემები