რუსეთის ძალებმა კუპიანსკი დაბომბეს – არიან დაშავებულები

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს.

მისივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

„კუპიანსკის დაბომბვის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი: 41 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალი. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალს საჭირო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს“, – განაცხადა სინეგუბოვმა.

 

მსგავსი თემები