,,მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ”- გიული ალასანია

,,მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

გიული ალასანია მოძრაობა ”ხალხის ძალის”  განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ წევრებს ისევ ამერიკელების მხარდაჭერა აღიზიანებთ.

,,მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ, ეს მოწამვლაც ამიტომ მოხდა. დიახ, რა თქმა უნდა, ამას ცდილობენ, მაგრამ რაც შეეხება ამ პროგნოზებს, მე არ მგონია, რომ ეს ის ხალხია, რომელიც განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით გამოირჩევა”,- განაცხადა გიული ალასანიამ.

,,პატრონებმა თუ მიზანს ვერ მიაღწიეს,  რჩება გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება”- ”ხალხის ძალა”

მსგავსი თემები