რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა – დაშავდა ხუთი ადამიანი

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის  მიერ ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის ორი მცირეწლოვანია.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის განცხადებით, იერიშის სამიზნე ქალაქის ცენტრი და გარეუბანი გახდა.

მისი ცნობით, დანგრეულია სამოქალაქო და სამრეწველო ინფრასტრუქტურა და ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.

მსგავსი თემები