,,რუსეთის მიერ ბრძოლის ველზე მიღწეული დროებითი წარმატებები ვერ შეცვლის ომის მიმდინარეობას” – ნედ პრაისი

„ვერც ერთი რუსული წარმატებები, რომელიც პერსონალსა და აღჭურვილობაში ასეთი მძიმე დანაკარგების ფასად იქნება, ვერასოდეს შეცვლის ომის მიმდინარეობას“, – ამის შესახებ  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით, სოლედარისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება.

“სოლედარისთვის სასტიკი ბრძოლა, რომლის დროსაც რუსმა სამხედროებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს, ჯერ კიდევ გრძელდება და მოსკოვის მიერ ბრძოლის ველზე მიღწეული დროებითი წარმატებები ვერ შეცვლის ომის მიმდინარეობას”,- აღნიშნა ნედ პრაისმა.

მსგავსი თემები