ჯო ბაიდენის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის შესაძლო დარღვევის საქმეს სპეციალური პროკურორი შეისწავლის

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის შესაძლო დარღვევის საქმეს სპეციალური პროკურორი შეისწავლის. გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა სპეციალური პროკურორი დანიშნა, რომელიც საქმეს გამოიძიებს.

„მე მჯერა, რომ იუსტიციის დეპარტამენტის პროცესების ფარგლებში ყველა გამოძიების კეთილსინდისიერად წარმართვა შეიძლება. თუმცა, რეგულაციების მიხედვით, საგანგებო გარემოებები მოითხოვს ამ საკითხზე სპეციალური პროკურორის დანიშვნას”, – განაცხადა გარლანდმა.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის იურისტების გუნდმა ნოემბრის დასაწყისში ბაიდენის ყოფილ ოფისში, პენ ბაიდენის ანალიტიკურ ცენტრში 10-მდე საიდუმლო ფაილი აღმოაჩინეს და ისინი დაუყოვნებლივ გადასცეს ეროვნულ არქივს. საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ერთი ნაწილი ვილმინგტონში, ავტოფარეხში იპოვეს.

ჯო ბაიდენის თქმით,  თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

 

მსგავსი თემები