,,ვერ დავადასტურებთ, რომ სოლედარი რუსულმა ძალებმა აიღეს” – პენტაგონი

პენტაგონი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის ქალაქი სოლედარი რუსეთის ძალებმა სრულად აიღეს. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ ვერ დავადასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოლედარი რუსული ძალების მიერ იქნა აღებული. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე მედია, რომელიც ავრცელებდა ინფორმაციას ამის შესახებ, კერძოდ, იმ ძალების, რომლებსაც ხელმძღვანელობს “ვაგნერის” ჯგუფი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები აგრძელებენ მოქმედებას სოლედარის მიდამოებში და განაგრძობენ ბრძოლას”,- აღნიშნა პატრიკ რაიდერმა.

მისივე თქმით, პენტაგონი ფოკუსირებულია უკრაინასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობის გაგრძელებაზე, რათა უკრაინამ უსაფრთხოებისთვის საჭირო დახმარება მიიღოს.

 

მსგავსი თემები