,,მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება და იბრძვის უკრაინისთვის”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გენშტაბის სხდომის მთავარი თემები დონეცკის რაიონში, ბახმუტსა და სოლედარში მიმდინარე მოვლენები იყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა.

„გენშტაბის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იყო სოლედარიბახმუტი, ზოგადად დონეცკის რეგიონში მიმდინარე ბრძოლა. განვიხილეთ, რა გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, როგორი გადაჯგუფება გვჭირდება, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს დღეებში. ვისაუბრეთ იარაღის მიწოდებაზე, პარტნიორებთან არსებულ კომუნიკაციაზე. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება, ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები