ობამა-ბაიდენის საიდუმლო ჩანაწერები ავტოფარეხში იპოვეს

აღმოჩენილია დოკუმენტების კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც აშშ-ის მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს ეხებათ. საუბარია საიდუმლო დოკუმენტებზე, რომელიც ჯო ბაიდენსა და ბარაკ ობამას ეხება. თეთრ სახლში ინფორმაციას ადასტურებენ.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა, რიჩარდ სობერმა განაცხადა, ადვოკატებმა საბუთებში აღმოაჩინეს ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციის დროინდელი ჩანაწერების საიდუმლო დოკუმენტები.

„ერთ-ერთი დოკუმენტი აღმოჩენილია ვილმინგტონის საპრეზიდენტო რეზიდენციის ავტოფარეხში, ერთფურცლიანი დოკუმენტი კი ამავე რეზიდენციის ერთ-ერთ ოთახში, რომელიც ავტოფარეხის გვერდითაა“, – აცხადებს თეთრი სახლის წარმომადგენელი რიჩარდ სობერმა.

 

მსგავსი თემები