„სააკაშვილის სია“ ხვალ-ზეგ გახდება ცნობილი”- შალვა ხაჭაპურიძე

,,სიები ხვალ-ზეგ გახდება უკვე ცნობილი საზოგადოებისათვის, თუმცა ეს არ იქნება ბოლო, ეს იქნება ცოცხალი სია,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ სიაში აუცილებლად მოხვდება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

„განვიხილეთ ეს მტკიცებულებები, გავიარეთ გარკვეული გვარებიც და საკითხი გადმოდის ადვოკატების ხელში. მინდა, მადლობა გადავუხადო  ხატია დეკანოიძეს და იურიდიულ ჯგუფს, რომლებმაც ამ საკითხში საერთაშორისო მიმართულებით განახორციელეს საკმაოდ საინტერესო, სერიოზული და შრომატევადი სამუშაო. ეს სიები ხვალ-ზეგ გახდება უკვე ცნობილი საზოგადოებისათვის, თუმცა ეს არ იქნება ბოლო, ეს იქნება ცოცხალი სია. რაც შეეხება პოლიტიკურ ფიგურებს, იქნებიან ეს დეპუტატები თუ სხვა თანამდებობის პირები, ამ სიაში არ იქნებიან მოხვედრილი, რადგან ამ სიას და ამ ქეისს აქვს თავისი სტანდარტი. ასევე არ მოხვდება არცერთი ისეთი ადამიანი, რომელზეც არ იქნება უტყუარი მტკიცებულება“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი თემები