აბორტებისთვის კლინიკებს არასრულწლოვნები ხშირად მიმართავენ

 

2012 წელს საქართველოში ოფიციალურად 40 000-მდე აბორტი კეთდებოდა. არაოფიციალურად კი 3-ჯერ მეტი. „მთავარის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით აბორტების რაოდენობა 10 000-მდე შემცირდა.

საქართველოში დღეში დაახლოებით 130-150 აბორტი კეთდებოდა. მთლიანობაში კი მუცლად ყოფნის პერიოდში სოცოცხლის მოსპობის კატასტროფული მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ, რომელიც უკანონო აბორტებთან დაკავშირებით სს პასუხისმგებობასა და სელექციური აბორტების აკრძალვას გულისხმობს, მაჩვენებელი 10 000-მდე შემცირდა.

რაც შეეხება ასაკობრივ მაჩვენებელს, „მთავარს“ ინფორმაციით, ფეხმძიმობის მოშლის მოთხოვნით კლინიკებს 15 წლამდე გოგონებიც მიმართავენ, თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობით კი 20-29 წლის გოგონები არიან. 15 წლამდე გოგონები 0.06%-ს შეადგენენ; 20-29 წლის გოგონები – 46.06%-ს. თუ 2012 წელს  აბორტის 39 200 შემთხვევა დაფიქსირდა, 2016 წელს მაჩვენებელი  29 600-ია.

 

მსგავსი თემები