,,კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება, შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით”- გია ვოლსკი

,,კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მეორე ფრონტის გახსნა და საომარ პროცესებში საქართველოს ჩართვა ის ინტერესია, რასაც დაუფარავად აცხადებს ზოგიერთი უკრაინელი ჩინოსანი.

,,კასიანოვის განცხადება არაადეკვატურია იმ ვითარების, რომელიც 2008- ში იყო, მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში და რასაც ის დახმარებას ეძახის, საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ. იარაღის შესყიდვა ჯანსაღი ოპერაციაა, მაგრამ საეჭვოდ ემთხვევა კონკრეტული ადამიანების გამილიონერება – გამდიდრებას, ვისაც წინა დღით არაფერი ებადა და უცბად, ომის შემდგომ პერიოდში ხდება მილიარდერი და საქართველოში კიდევ პოლიტიკას და მედიას აფინანსებს. განცხადების არაადეკვატურობას რაც შეეხება, ეს ახასიათებთ ზოგიერთ ჩინოსნებს, მაგრამ მე ვფიქრობ, კასიანოვი თავადაც არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით.

ამიტომ ვამბობთ მეორე ფრონტის გახსნა და საომარ პროცესებში საქართველოს ჩართვა ის ინტერესია, რასაც დაუფარავად აცხადებს ზოგიერთი უკრაინელი ჩინოსანი. რაც შეეხება ილუზიის შექმნას, რომ ვიღაცამ უფასოდ რამე გადმოგვცა, რასაც კასიანოვი აღნიშნავს, ეს სხვა თემაა და მის არაადეკვატურობაზე მიუთითებს. როცა ამ თემაზეა საუბარი, ჩვენ ვამბობთ და სწორედაც ვამბობთ, რომ ჯერ ერთი, არავის არაფერი უჩუქებია, მეორეც იქ რა გარიგებები მოხდა ეს კიდევ საკითხავია, ვინაიდან კონკრეტული ადამიანები გამდიდრდნენ ძალიან საეჭვოდ, მაგრამ გადავიხადეთ ამაში ფული. მნიშვნელოვანი ის არის, რომ იარაღის გადაცემა ან მოხალისეების გაგზავნა არის ომში ჩართვის ტოლფასი,”- განაცხადა ვოლსკიმ.

,,უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა”- კასიანოვი

მსგავსი თემები