სუეცის არხში სატვირთო გემი გაიჭედა

სუეცის არხში სატვირთო გემი გაიჭედა. ამის შესახებ ინფორმაციას Skynews ავრცელებს.

გაჩერებული გემი სამმა ხომალდმა ბუქსირის დახმარებით გამოიყვანა. სუეცის არხის ადმინისტრაციის განცხადებით, შემთხვევას სერიოზული შეფერხება არ გამოუწვევია.

სატვირთო გემი, რომელსაც უკრაინიდან ჩინეთისკენ 65,000 ტონაზე მეტი სიმინდი გადაჰქონდა სუეცის არხში დილის საათებში გაიჭედა. შემთხვევა ისმაილის პროვინციაში, ქალაქ კანტარასთან მოხდა. გემი ტექნიკური გაუმართაობის გამო გაჩერდა.

სუეცის არხი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო გასასვლელია. 200 კილომეტრამდე სიგრძის არხი გლობალური საზღვაო გადაზიდვების 30%-ს ატარებს, რაც მთელი გლობალური ვაჭრობის 12 პროცენტია. 2021 წლის მარტში, 220 000 ტონიანი ტანკერი, სახელად Ever Given, ექვსი დღის განმავლობაში გაიჭედა სუეცის არხში, რამაც შეაფერხა დაახლოებით 60 მილიარდი დოლარის ვაჭრობა

მსგავსი თემები