უკრაინა მიხეილ სააკაშვილის გადაცემას ოფიციალურად ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განაცხადებით, უკრაინა ოფიციალურად ითხოვს, გადასცენ მიხეილ სააკაშვილი. მისივე განცხადებით, თუ საქართველოს მთავრობას არ სურს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში დააბრუნოს, ის ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას გადასცენ.

„უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია. რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების სუვერენულ საქმეებში. არ ვიძლევით არანაირ რჩევებს.  ჩვენ ოფიციალურ დონეზე ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, გადმოგვცეს სააკაშვილი. მე დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი მიხეილ ნიკოლაევიჩის მიმართ. პატივს ვცემ მას, რადგან ისტორიული მასშტაბის ფიგურაა. ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, გადმოგვცენ სააკაშვილი მკურნალობის მიზნით“ –  აცხადებს პოდოლიაკი.

მისივე შეფასებით, ეს არის პრეზიდენტ ზელენსკის პოზიციაც, რომელიც მას არაერთხელ გაუჟღერებია.

„რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიული თვალსაზრისით არანაირი შედეგი არ იქნება. თუ არ გსურთ პირდაპირ უკრაინისთვის გადმოცემა, გადაეცით ნებისმიერ მესამე ევროპულ ქვეყანას, სადაც შესაძლებელია იმ სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რისი აღმოჩენაც, სამწუხაროდ, საქართველოში შეუძლებელია. ეს რაც შეეხება ოფიციალურ პოზიციას, რომელსაც ჩვენ ხშირად ვიმეორებთ ბევრი, მათ შორის დიპლომატიური არხით. პრეზიდენტი ზელენსკი და სხვა ცნობილი პირებიც ამაზე საჯაროდ აკეთებენ განცხადებებს“, –  აღნიშნა პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები