რუსეთთან კავშირების გამო, აშშ ირანული დრონების კომპანიებს სანქციებს უწესებს

შეერთებული შტატების ხაზინამ სანქციები დაუწესა ოფიციალურ პირებს, რომლებიც კავშირში არიან ირანული დრონების მწარმოებელ კომპანიასთან. სანქციები ასევე შეეხო “საკვანძო ორგანიზაციის დირექტორს, რომელიც პასუხისმგებელია ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამების ზედამხედველობაზე”.

სანქციები ასევე დაუწესდათ ირანის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საჰაერო კოსმოსური კომპანიის თანამშრომლებს.

“ჩვენ გავაგრძელებთ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ პუტინის იარაღს, რომელსაც ის უკრაინაში თავი ბარბაროსული და გაუმართლებელი ომის საწარმოებლად იყენებს.

აშშ სწრაფად იმოქმედებს იმ პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ ირანის უპილოტო საფრენი აპარატების და ბალისტიკური რაკეტების პროგრამებს.

კრემლის დამოკიდებულება ბოლო ინსტანციის მომწოდებლებზე, როგორიცაა ირანი, აჩვენებს მათ სასოწარკვეთას უკრაინული წინააღმდეგობისა და ჩვენი გლობალური კოალიციის წარმატების წინაშე”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები