„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კრიზისიდან გამოსვლის შანსი დიდი ხნის წინ გაუშვა, შანსი მიცემული ჰქონდათ, მათ შორის, ე.წ. კოჰაბიტაციის პოლიტიკით, რაც ვერ გამოიყენეს” – ირაკლი ქადაგიშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კრიზისიდან გამოსვლის შანსი დიდი ხნის წინ გაუშვა. შანსი მიცემული ჰქონდათ, მათ შორის, ე.წ. კოჰაბიტაციის პოლიტიკით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დასავლელ პარტნიორებთან ერთად გაატარა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათ შანსი ვერ გამოიყენეს, რადგან „საკუთარი პოლიტიკისა და ლიდერის მძევალნი დარჩნენ“.

ამასთან, როგორც ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, ხშირ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებიც შიდაპარტიული დაპირისპირებისა და კონკურენციის ხასიათს ატარებს.

„მათ ეს შანსი ვერ გამოიყენეს, რადგან თავიანთი ზნე-ჩვეულებიდან და პოლიტიკური მემკვიდრეობიდან ანალიზი ვერ გააკეთეს, თავი ვერ გაითავისუფლეს და, საბოლოოდ, საკუთარი პოლიტიკის, იმ ლიდერის მძევალნი დარჩნენ, რომელმაც ასეთ მდგომარეობამდე მოიყვანა საკუთარი თავიც და „ნაციონალური მოძრაობაც“. ხშირ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებიც შიდაპარტიული დაპირისპირებისა და კონკურენციის ხასიათს ატარებს – შიდა არჩევნებისათვის ვინ მეტად შეძლებს მხარდამჭერთა მიმხრობას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი თემები