31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ჰოსპიტლებში პიროტექნიკით დაშავებული 22 ადამიანი შეიყვანეს

ქვეყნის მასშტაბით, 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ჰოსპიტლებში პიროტექნიკით დაშავებული 22 ადამიანი შეიყვანეს  – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ახალი წლის დღეებში სასწრაფო სამედიცინო დახმარება პიროტექნიკით დაშავებულმა 37-მა მოქალაქემ ითხოვა, მათგან 22-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

 

მსგავსი თემები