31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ჰოსპიტლებში კვებითი ინტოქსიკაციით 81 პაციენტი შეიყვანეს

ქვეყნის მასშტაბით, 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ჰოსპიტლებში პიროტექნიკით დაშავებული 22 ადამიანი შეიყვანეს, ხოლო კვებითი ინტოქსიკაციით – 81 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას “პირველი არხი” საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი წლის დღეებში სასწრაფო სამედიცინო დახმარება პიროტექნიკით დაშავებულმა 37-მა მოქალაქემ ითხოვა, მათგან 22-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

რაც შეეხება კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევებს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ამ მიზეზით ცენტრში 257 მიმართვა დაფიქსირდა, 81 შემთხვევაში კი, ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

მსგავსი თემები