XBB.1.5 კოვიდის ახალი შტამი მსოფლიოს უტევს – ჯანმო მოსახლეობას აფრთხილებს

XBB.1.5 კოვიდის ახალი შტამი მსოფლიოს უტევს.  ჯანმო მოსახლეობას აფრთხილებს – “ომიკორნის” ახალი ქვეკატეგორია აქამდე არსებულებთან შედარებით ყველაზე სწრაფად ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, ჯანმო-ში ჯერჯერობით არ იციან, არის თუ არა XBB.1.5 უფრო მძიმე, ვიდრე სხვა ქვევარიანტები, რომლებიც ცირკულირებენ.

ვირუსის ახალ ფორმას ვერ აკავებს ორგანიზმში გამომუშავებული იმუნიტეტი და უჯრედებამდე უსწრაფესად აღწევს.  ახალი შტამი უკვე გამოვლენილია ამერიკასა და ჩინეთში. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით XBB.1.5  ვარიანტები აღმოაჩინეს ევროპის 29 ქვეყანაშიც. ევროკავშირი შეზღუდვებს აანონსებს.

“ორონავირუსის შტამმა, Omicron XBB.1.5-მა, რომელიც შეერთებულ შტატებში დომინანტური გახდა, სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, შეიძლება, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს”, – ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ვან კერხოვე.

მისი თქმით, XBB.1.5-მა სწრაფად ჩაანაცვლა სხვა ქვევარიანტები.

მსგავსი თემები