გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც სარაკეტო სისტემებს, დრონებს და უპილოტო თვითმფრინავებისგან თავდაცვის სისტემებს მოიცავს.

გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინაში გაიგზავნა: დრონების აღმოჩენის 30 სისტემა, 8 სადაზვერვო დრონი, ასევე 27 სენსორი და „ჯამერი“ თვითმფრინავებისგან დაცვის მიზნით; 17 8×8 სატვირთო მანქანა, 12 მძიმე ტრაილერი და M1070 ტანკის 1 ტრაქტორ-ტრანსპორტი;
თვალთვალის და დისტანციური მართვის 7 მანქანა; 63 პიკაპი; 70 მმ კალიბრის 20 გამშვები სატვირთო მანქანა რაკეტებით; 21 გენერატორი; 32 მობილური გათბობის სისტემა; სასწრაფო და სასაზღვრო პატრულის 7 მანქანა;
36 ათასი შალის საბანი.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უახლოეს მომავალში უნდა მიიღონ თითქმის დაახლოებით ასი სადაზვერვო თვითმფრინავი.

მსგავსი თემები