,,სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, უკრაინაში ომი არა თებერვალში, არამედ 2014 წელს დაიწყო”- იენს სტოლტენბერგი

,,უკრაინაში რუსეთის სისასტიკემ ბევრი გააოგნა, მაგრამ გაკვირვების მიზეზი არ არსებობს, რადგან დავინახეთ, რომ ომი მოდიოდა,” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ”სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა და უკრაინაში ომი არა თებერვალში, არამედ 2014 წელს დაიწყო.”

„რეალობა ისაა, რომ თუ ჩვენ გვინდა მშვიდობიანი, მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, სადაც უკრაინა დარჩება დამოუკიდებელ დემოკრატიულ ერად ევროპაში, ჩვენ ახლავე უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. იარაღი არის გზა მშვიდობისაკენ. პირველი გაკვეთილი არის ის, რომ მეტი ინვესტიცია ჩავდოთ დაცვაში. დიდი ხანია, ეს არის ნატო-ს გზავნილი. მეორე გზავნილი, მეორე გაკვეთილი არის ის, რომ სახიფათოა ავტორიტარულ რეჟიმებზე დამოკიდებულება. საუბარია ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბიზნესიც პოლიტიკაა. ასე რომ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, განსაკუთრებით ჩინეთთან. ჩვენ ვერ გავხდებით ისე დამოკიდებული ერთ ნედლეულზე, მათ პროდუქტებზე, რომ გავხდეთ დაუცველები. ჩვენ უნდა აღვკვეთოთ მათთან ტექნოლოგიების ექსპორტი, რომლებსაც ისინი, თავის მხრივ, ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ. უნდა უზრუნველვყოთ კონტროლი ჩვენს ინფრასტრუქტურაზე, პორტებიდან და აეროპორტებიდან დაწყებული, მე-5 თაობის ქსელებამდე. არავინ ამბობს, რომ ჩვენ არ უნდა ვაწარმოოთ ბიზნესი ჩინეთთან, მთავარია, ისე მოვიქცეთ, რომ არ შელახოს ჩვენი უსაფრთხოება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები