„შემიწყალე, შე პუტინის მონა“, არაფერში წერია”- იაგო ხვიჩია

„შემიწყალე, შე პუტინის მონა“ არაფერში წერია. პუტინის მონა თუ ვარ, როგორ შეგიწყალებ?! – ასე ეხმიანება „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია სალომე ზურაბიშვილის მიმართა, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებულ მოწოდებებს.

დეპუტატი გიორგი მარგველაშვილის მოწოდებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავად შეეძლო ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა.

„ქვეყანაში 10 წელია გაჩაღებულია ქოც-ნაცური ბრძოლა და ამ ბრძოლის ფარგლებში, ერთმა მხარემ მეორე დაატყვევა, უზის ციხეში და დანებებას ან დამარცხების აღიარებას ითხოვს. ომს არ ვამთავრებთ და იმას, ვინც უნდა გამოუშვას, ვეძახით პუტინის მონას და ა.შ. „შემიწყალე, შე პუტინის მონა“, ეს არაფერში წერია, რადგან პუტინის მონა თუ ვარ, როგორ შეგიწყალებ?“ – განაცხადა ხვიჩიამ.

მსგავსი თემები