,,ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება”-  ვაჟა იორდანიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარის, ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, 2023 წლის პირველი თებერვლიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება.

,,2023 წლის პირველი თებერვლიდან განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება. თუ აქამდე პირველადი ტექინსპექტირება იყო ფასიანი და ერთ-თვიანი ვადის შემდგომი განმეორებითი ტექინსპექტირება იყო უფასო, პირველი თებერვლიდან გახდება ფასიანი. კერძოდ, ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებისთვისაც ტექინსპექტირება 60 ლარი ღირდა, განმეორებითი ტექინსპექტირება 20 ლარი იქნება, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის (სატვირთო ავტომობილები, სამგზავრო საშუალებები), რომლებისთვისაც პირველადი ტექინსპექტირება 100 ლარი ღირდა, განმეორებითი ტექინსპექტირება 30 ლარი ეღირება. რაც შეეხება ელექტრომობილებს, მათთვის განმეორებითი ტექინსპექტირება 15 ლარი ეღირება,”- განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები