ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურში – არის მსხვერპლი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მიწობში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები